შსს-ს ცნობით, ზუგდიდში, მე-20 უბანთან 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანთან 5 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

კერძოდ, ხუთივე მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.