კიევში ტრანსპორტით მხოლოდ აცრილი ან ტესტირებული მოქალაქეები იმგზავრებენ

პირველი ნოემბრიდან კიევში  საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა აუცრელი მოქალაქეებისთვის იზღუდება. კერძოდ, მგზავრობას შეძლებენ მხოლოდ ის მოქალაქები, ვინც ან აცრილია, ან პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს.

უკრაინული მედია კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ კიევი ამიერიდან „წითელ ზონად“ ითვლება ვირუსის გავრცელების დიდი მასშტაბის გამო.

ოფიციალური უწყებების თქმითვე, მოქალაქეებს შეამოწმებენ არა ტრანსპორტში შესვლისას, არამედ შემთხვევითობის პრინციპით:

„არ არსებობს სხვა გამოსავალი იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე შევინარჩუნოთ და არ უნდა დავუშვათ სამედიცინო სისტემის კოლაფსი“.

დღეს უკრაინაში  კორონავირუსის 26 071 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ნახეთ ასევე:

უკრაინაში ბოლო 24 საათში თითქმის 292 ათასი ადამიანი აიცრა კორონავირუსზე