კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა და 45 გარდაცვლილი – 28 ოქტომბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 45 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 5 177 პირი და ჩატარდა 46 107 კვლევა ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.97% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.89%.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

საქართველოში სულ დადასტურდა კორონავირუსის 707 290 შემთხვევა, რომელთაგან 647 878 გამოჯანმრთელდა, ხოლო  9 918 გარდაიცვალა.