კორონავირუსის გამო სომხეთში საგანმანათლებლო პროცესი შეზღუდეს

კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო სომხეთში  უმაღლესი სასწავლებლები 15 ნოემბრამდე გადავიდნენ სწავლების ონლაინ რეჟიმზე, სკოლებში კი 7 ნოემბრამდე გაგრძელდა საშემოდგომო არდადაგები.

ქვეყნის განათლების სამინისტრომ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდა, 7 ნოემბრამდე შეიკავონ თავი თანამშრომლების სკოლაში დაბარებისგან და ყველა ტიპის საქმიანობა ონლაინ რეჟიმში გააგრძელონ.

უკანასკნელი 24 სააათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 1184 შემთხვევა დადასტურდა და 42 ადამიანი გარდაიცვალა.