“კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი” – ლომჯარია “ოცნების” წარმომადგენლების კრიტიკას პასუხობს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა მმართველი პარტიის მხრიდან დღეს, 25 ოქტომბერს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან მის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.

“დღის ბოლოს, მოკლედ რომ შევაჯამო განვითარებული მოვლენები:

ამას მოჰყვა შემდეგი რეაქციები:

რა შეიძლება ვთქვა? კაი, ჩემო ძმაო, გასაგებია ყველაფერი…”, – დაწერა ლომჯარიამ.

გუშინ, 24 ოქტომბერს ლომჯარიამ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო სააკაშვილის ჯანმრელობის შესახებ გაცემულ რეკომენდაციებთან შეუსაბამოა და არსებობს უსაფრთხოების რისკიც. ეს განცხადება ლომჯარიამ N18 სამკურნალო დაწესებულების შემოწმების შემდეგ გააკეთა.

სახალხო დამცველის თქმით, მონიტორინგმა ცხადყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც განისაზღვრა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ, ვერ შესრულდება ადგილზე და საჭირო იქნება პერიოდულად მისი გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში.

იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ხანგრძლივად მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებისა და დამძიმების სრულფასოვანი წინასწარი პროგნოზირება, ვითარების კრიტიკულად შეცვლის შემთხვევაში, სახალხო დამცველის თქმით, შესაძლოა პაციენტის გაყვანის პერიოდში საკმაოდ მძიმე ან გამოუსწორებელი შედეგები დადგეს.

დღეს, 25 ოქტომბერს კი, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების მიერ აღნიშნულ საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა: “სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო. სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი”.