ენმ სკოლებში უფასო კვებას რუსთაველ ამომრჩეველსაც ჰპირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადებით, იზიარებს თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას ინიციატივას დედაქალაქის საჯარო სკოლებში ერთჯერადი უფასო კვების შესახებ და იმავეს ჰპირდება რუსთავის მოსახლეობასაც.

კირკიტაძემ ამის შესახებ 23 ოქტომბერს განაცხადა.

კირკიტაძის თანახმად, საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„არაერთმა მშობელმა მოგვმართა ჩვენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივა, განხორციელებული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ, იქნებოდა ძალიან კარგი და საშური საქმე რუსთავშიც.

ამიტომ ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდმა, რომელიც უკვე წარმოდგენილია საკრებულოში და მე, როგორც მერობის კანდიდატმა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ინიციატივას შევუერთდე და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტით განვახორციელოთ ეს პროგრამა რუსთავში.

ყველას მშობელმა მინდა იცოდეს, ვისაც შვილი დაჰყავს რუსთავის სკოლაში, მათ (შვილებს) ექნებათ ერთჯერადი უფასო კვება“, — განაცხადა დავით კირკიტაძემ რუსთავში გამართულ ბრიფინგზე.

საჯარო სკოლებში ერთჯერადად უფასო კვების პროგრამის შექმნის დაპირება მეორე ტურის წინ ნიკა მელიამ გაახმიანა.

უფასო კვების დაპირების შესახებ მეტი  გაიგეთ ნეტგაზეთის სტატიიდან: უფასო კვება სკოლებში – შესაძლებლობა თუ უბრალო დაპირება