კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი – 23 ოქტომბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 790 პირი და ჩატარდა 52 487 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 051, PCR ტესტით – 21 436.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8,51%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო 7 დღის – 9,09%.

4 467 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 469 ადამიანი აიცრა.

პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 688 804 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 626 478 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 699 გარდაიცვალა.