თანამდებობა დატოვა პოლიციის კიდევ ერთმა თანამშრომელმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომელმა ჭაბუკა რაფავამ თანამდებობა დატოვა. “მთავარი არხი,” ყოფილ დეპუტატსა და შსს-ს მაღალჩინოსან თენგიზ გუნავაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რაფავამ თანამდებობაპროტესტის ნიშნად დატოვა ხობში მომხდარი ფაქტის გამო.

ხობში პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა დააკავეს. მისი ახლობლებისა და ენმ-ის ინფორმაციით, რაფავა ბოლო პერიოდში საარჩევნო პროცესებში იყო ჩაართული ოპოზიციის რიგებიდან და ამის გამო იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს.

“იგი გენერალურ ინსპექციაში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. რაფავამ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა”, – განუცხადეს ნეტგაზეთს შსს-ში.

“არსებობს კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ დატოვოს სისტემა. ეს არის ხელისუფლების სინდისზე და მოვუწოდებ [პოლიციის] მუშაკებს, რომ ნუ შეასრულებენ პოლიტიკოსების ბინძურ დაკვეთას, – ამბობს თენგიზ გუნავა, მთარი არხის ცნობით.

ხობში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა რევაზ ლაზიშვილი, რომელიც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყო.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ამბობს, რომ თანამდებობას პროტესტის ნიშნად ტოვებს