ახალი ამბები | ,

სხვა კანდიდატი რომც გავიდეს, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ნაბიჯს ვერ გადადგამენ — ღარიბაშვილი

22 ოქტომბერი, 2021 | | 9040
სხვა კანდიდატი რომც გავიდეს, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ნაბიჯს ვერ გადადგამენ — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ქალაქებში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურებია, ოპოზიციის კანდიდატებმა რომც გაიმარჯვონ, ცენტრალური ხელისუფლების გარეშე ვერაფერს გააკეთენ.

ამის შესახებ მან დღეს, 22 ოქტომბერს, სენაკში ისაუბრა, რა დროსაც სენაკის მერობის კანდიდატი ენმ-დან კობა ნაყოფია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას სენაკთან არავითარი შეხება არ აქვს.

“მინდა სენაკელებს მივმართო, რა პერსპექტივა აქვს კობა ნაყოფიას, რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ? მით უმეტეს, ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგმას.

თეორიულადაც ვიძახი და ჰიპოთეტურადაც ვამბობ, რომ ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე, უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვს. ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და დასჯა გამოდის”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი