ახალი ამბები

ნიკა მელია კახა კალაძეს დებატებში იწვევს

19 ოქტომბერი, 2021 • 1066
ნიკა მელია კახა კალაძეს დებატებში იწვევს

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია თავის კონკურენტ კახა კალაძეს დებატებში იწვევს.

მელია კალაძეს დებატებისთვის ნებისმიერ დროს და ეთერს სთავაზობს და ამბობს, რომ დებატები რეალური უნდა იყოს და არა დადგმული.

“კოალიციური პროგრამა და მრავალპარტიული გუნდი თბილისის სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება.
ამის შესახებ ხვალ დეტალურად ვისაუბრებთ. იქნება ეს 100- ლარიანი დანამატი პენსიაზე თუ უფასო კვების პროგრამა თბილისის საშუალო სკოლებისთვის, ქალაქის ეკონომიკური განვითარება ან ინფრასტრუქტურა. ყველაფერი, რაც გაცხადდა და ბევრად მეტი დეტალურად ხვალ.
ამის პასუხად, თბილისის მოქმედი მერი, თბილისის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ბოლომდე გადაეშვა ზიზღის კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროა.
ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს. საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმების და მათი პრობლემების გადაჭრის გზები!
ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში – არა დადგმულ, არამედ რეალურ დებატებში – პირისპირ! ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე, ვისაუბროთ ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც პოლიტიკაზე მეტია!” – წერს  მელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი