საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 374 ადამიანი, ჩატარდა 25 385 ტესტირება. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,77%-ია, ბოლო 14 დღის – 8,47%, ხოლო 7 დღის – 9,07%.
საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 614 855 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 510 გარდაიცვალა.