ავღანეთში შიიტურ მეჩეთში ტერაქტს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 45 დაიჭრა ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მდებარე შიიტური ბიბი ფატიმას მეჩეთის აფეთქებისას.

აფეთქება პარასკევის ლოცვისას მოხდა.

შემთხვევის ადგილას თალიბანის სპეციალური ძალები ჩავიდნენ, “რათა ინციდენტი გამოიძიონ და დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარადგინონ”.

ავღანეთში გასულ პარასკევსაც მოხდა აფეთქება. მაშინ თავდამსხმელებმა ყუნდუზის შიიტური მეჩეთი ააფეთქეს, რასაც 15-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, 15 აგვისტოდან, ავღანეთში რამდენიმე ტერაქტი მოხდა, რომელთა ნაწილზეც პასუხისმგებლობა “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულმა ჯგუფებმა აიღეს.

ფოტო გარეკანზე: Javed Tanveer/AFP