ახალი ამბები

თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

14 ოქტომბერი, 2021 •
თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შეიკრიბნენ. დემონსტრანტები მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ.

სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. საპყრობილეში გადაყვანიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ იგი შიმშილობს.

გუშინ, 13 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა ექიმთა ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობას, ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში, დააკვირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი