“ოსკარზე” საქართველოს კანდიდატი ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” იქნება

საქართელოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი “მეოთხე ბრაიტონი” იბრძოლებს.

ფილმი ემიგრანტ მამა-შვილზეა, რომლებიც საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადიან. მამა ყოფილი მოჭიდავეა, რომელიც ნიუ-იორკში შვილის დასახმარებლად ჩადის.

ლევან კოღუაშვილის ფილმებია ასევე “ქუჩის დღეები” და “შემთხვევითი პაემანი”.