ახალი ამბები

ცესკომ კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა

12 ოქტომბერი, 2021 • 2839
ცესკომ კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, 12 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზეპირი მოსმენით განიხილა საია-ს საჩივარი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას მიერ არჩევნებზე “ქართული ოცნების” ლოგოიანი პირბადით გამოცხადების თაობაზე.

კუჭავას მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე და საქმე განსახილველად გაეგზავნა სასამართლოს.

კახა კუჭავა კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადდა პირბადით, რომელზეც დატანილი იყო “ქართული ოცნების” სიმბოლიკა, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. კუჭავამ თქვა, რომ ეს “მექანიკური შცდომა იყო” და სავარაუდოდ, ჯარიმის გადახდა მოუწევდა.

ჯარიმის ოდენობას სასამართლო დაადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი