ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, თაფლის 5 ქილიდან 4 გაუხსნელად ჩააბარა ადმინისტრაციას — ხერხეულიძე

11 ოქტომბერი, 2021 • 2068
სააკაშვილის თქმით, თაფლის 5 ქილიდან 4 გაუხსნელად ჩააბარა ადმინისტრაციას — ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და პარლამენტარი ეკა ხერხეულიძე დღეს მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში შეხვდა.

ხერხეულიძემ ჟურნალისტებს გადასცა სააკაშვილის მონაყოლი ციხეში თაფლის მიღებასთან დაკავშირებით.

„ანატომია ამ ამბის ყოფილა ასეთი: როდესაც ექიმი შევიდა დეპარტამენტიდან, ურჩევია, რომ ჩაიში გამოიყენოს შაქარი, რაზეც უარი განაცხადა. უთქვამთ, რომ ერთი კოვზი თაფლი მიიღეო. ამის შემდეგ მას შეუძენია 5 ცალი 50-მილიგრამიანი ქილა.

როგორც კი მიშამ მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამით სპეკულირებენ და ეს შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, გადაეცი ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ერთი უკვე გახარჯული მქონდა, მაგრამ ოთხი -აქტით, ხელი მოვაწერე და ჩავაბარე ადმინისტრაციასო,“ — ამბობს ეკა ხერხეულიძე და ამატებს, რომ მთავრობის ამ „ტყუილს გასავალი არ ექნება“.


რამდენიმე დღის წინ პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა წვენისა და თაფლის მიღება დაიწყო. ამის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ექიმები მასთან ვიზიტის შემდეგ ამბობდნენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პენიტენციური ამ ინფორმაციას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი