რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, თათარსტანში თვითმფრინავმა, რომელშიც 22 ადამიანი იმყოფებოდა ავიაკატასტროფა განიცადა. რუსული მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი გამოცემები რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ თვითმფრინავში 20 პარაშუტისტი და ბორტის 2 წევრი იმყოფებოდა, მათგან შვიდის გადარჩენა მოხერხდა.

გამოცემა TASS წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ ავიაკატასტროფას ორივე პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოცემის ინფორმაციით თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში მოსკოვის დროით 09:23 საათზე მიიღო.

ასევე გამოცემის ცნობით, ვარადუდობენ, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი შესაძლოა ბორტზე ადამიანების ჭარბი რაოდენობა ყოფილიყო, რადგან ამ თვითმფრინავის ბორტზე მაქსიმუმ 19 მგზავრი დაიშვება.

გარეკანის ფოტო: რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრო