9 ოქტომბრის, ამ დროის [16 სთ.] მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – 3 ბავშვის. ნანგრევებიდან 7 ცხედარი ამოასვენეს, ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალა დღეს დილას.