აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი უკარაინის არჩევნებს დააკვირდება

უკრაინაში 7 თებერვალს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 250 საერთაშორისო დამკვირვებელი დაარეგისტრირა.  უკრაინულ არჩევნებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსი თორნიკე კილანავაც დააკვირდება. თუმცა წყაროს არ დაუკონკრეტებია კილანავა დარეგისტრირდა თუ არა, როგორც დამკვირვებელი.

 

არსებული ინფორმაცია დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მორის შოგირაძემ დაადასტურა. ”ბატონ თორნიკე არჩევნებთან დაკავშირებით უკრაინაშია წასული. ის პირველ თებერვალს გაფრინდა” განაცხადა შოგირაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველ რაუნდზე დამკვირვებლის სტატუსით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია ქალაქ დონეცკში იმყოფებოდა. ეს ცნობა გოროზიამ რადიო თავისუფლებას თავად დაუდასტურა.