ტრანსგენდერი ქალის თქმით, მას მანქანით დაეჯახნენ

ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ თბილისში მანქანით დაეჯახნენ. შემთხვევიდან მალევე ის საავადმყოფოში გადაიყვანეს სხეულის მრავლობითი დაზიანებით.

როგორც ქალი ფეისბუკზე თავად წერს, 7 ოქტომბერს, ღამის  12 საათისთვის მანქანაში მჯდომი ქალი და კაცი მას გამიზნულად დაეჯახა. თავდასხმის შედეგად მიიღო თავის ქალის ტრავმა, მრავლობითი დაბეჭილობები, ამოუვარდა მარცხენა მხარი და სხვა.

ნეტგაზეთმა მიმართა შსს-ს დამატებითი ინფორმაციისთვის. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.