ზუგდიდის საკრებულოში ენმ-მ გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 4 უბნის ხმების გადათვლის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა. ეს ერთადერთი საკრებულო იყო, რომელსაც პირველივე ტურის წინასწარი შედეგებით „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით აკომპლექტებდა. უმრავლესობის ხელახლა მოპოვების შანსი პარტიას მეორე ტურში აქვს. საოლქო საარჩევნო კომისიამ 7 ოქტომბერს, საღამოს 11 საათისთვის მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა „ქართული ოცნების“ … ვრცლად ზუგდიდის საკრებულოში ენმ-მ გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა