სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში პატრიარქის მდივანი მივიდა

საქართველოს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მივიდა.

მას საპატიმროში შესვლამდე განცხადება არ გაუკეთებია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ბოტკოველი რუსთავის საპყრობილეში საპატრიარქოს კურთხევით იმყოფება, ოფიციალურ კომენტარს კი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

მიხეილ სააკაშვილის თბილისში დაკავების შესახებ 1 ოქტომბრის საღამოს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ის უკრაინიდან საქართველოში არალეგალური გზებით შემოვიდა, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია. მას საქართველოში 2 საქმეზე პატიმრობა აქვს მისჯილი, კიდევ 2 საქმეზე კი გამოძიება მიმდინარეობს.

იხილეთ ნეტგაზეთის მასალა მიხეილ სააკშვილის საქმეების შესახებ:

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე