მოსამართლე თადუმაძე გიგაურს ცილისწამებაში ადანაშაულებს და უჩივის

ყოფილი გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე თავისი დიპლომის თაობაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურს ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის.

“საერთაშორისო გამჭრვივალობა — საქართველოს” ცნობით, თადუმაძე ცილისწამებად მიიჩნევს ეკა გიგაურის შეფასებებს, სადაც ის ეჭვქვეშ აყენებს შალვა თადუმაძის კვალიფიკაციას და მისი დიპლომის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან. თადუმაძე დამატებით ითხოვს, დიპლომთან დაკავშირებით დავის დასრულებამდე ეკა გიგაურს ნებისმიერი ფორმით აეკრძალოს საჯაროდ საუბარი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ მათ მიერ შესწავლილი დოკუმენტებით შეუსაბამობა დგინდება მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით. კერძოდ:

TI – საქართველო აცხადებს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის თაობაზე კითხვები ჰქონდა, ასევე, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს, სახალხო დამცველს და კოალიციას “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”, რომლებიც აქტიურ მონიტორინგს უწევდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემა მძიმე გამოწვევების წინაშეა და მიუკერძოებელი, ობიექტური მართლმსაჯულების მოლოდინი არ აქვს,  საკუთარ ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში დაიცავს.

შალვა თადუმაძე 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახდა, მოგვიანებით კი- მთავარი პროკურორი. საბოლოოდ, 2019 წლის 12 დეკემბრიდან, შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ აირჩიეს.

ამ თემაზე:

თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაზე კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს – TI