მარნეულის გარდა, 21 ოლქში, სადაც ვაკვირდებოდით, არჩევნები მშვიდად ჩატარდა — PMMG

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს”(PMMG) შეფასებით, იმ 21 საარჩევნო ოლქიდან, სადაც სადამკვირვებლო მისიას ახორცილებდნენ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ გარემოში წარიმართა.

მათი თქმით, გამონაკლისს წარმოადგენდა მარნეულის საარჩევნო ოლქის რიგი საარჩევნო უბნები, სადაც არსებითი ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა. 

მათივე ცნობით, არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა 79 ინცინდენტი, ინცინდენტთა 38% დაფიქსირდა მარნეულის საარჩევნო ოლქში. 

„მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვევებლების მიერ გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები:

სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მსგავსად, “მრავალეროვანი საქართველოც” ხაზს უსვამს, რომ მათ დამკვირვებლებსაც შეეზღუდათ დაკვირვების უფლება და, ჯამში, 2 ოქტომბერს ამგვარი 11 ინციდენტი ჰქონდათ.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა ,,მრავალეროვანმა საქართველომ“ არჩევნების მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვება ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული 21 ოლქის 240 უბანზე 327 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით განახორციელა. ორგანიზაცია სრულად დააკვირდა N4 კრწანისის 31-ე უბანს, სადაც არჩევნები ჩატარდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.