პოლიციამ არჩევნების დღეს ადმინისტრაციული წესით 7 პირი დააკავა – შსს

3 ოქტომბრის 12:00 საათის მონაცემებით, პოლიციამ 2 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობის დროს, გამოვლენილი ინციდენტების გამო 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 7 პირი დააკავა, მათ შორის მარნეულში – 3 პირი.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. მათივე ცნობით, გამოძიება შემდეგ საქმეებზე დაიწყო:

შსს-ს ცნობით, პოლიციამ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება.

“საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, თითოეულ ფაქტზე, პოლიციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ ჯერზე შესაბამის პირებს მითითება მიეცათ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა მოქალაქე ადმინისტრაციული წესით – 2000 ლარის ოდენობით.
პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 7 პირი დააკავა, მათ შორის მარნეულში – 3 პირი, ასპინძაში – 2 პირი, ლანჩხუთში – 1 პირი და თბილისში 1 პირი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.