თბილისის 9 ოლქში „ოცნების“ მაჟორიტარი იმარჯვებს, საბურთალოზე მეორე ტური გაიმართება

თბილისის საკრებულოს არჩევნებში, 10 მაჟორიტარული ოლქიდან 9 ოლქში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოიგეს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით [12:30], მათ მაჟორიტარებისთვის განკუთვნილი 40%-იანი ბარიერი გადალახეს.

ერთადერთი, საბურთალოს ოლქში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული მაჟორიტარი. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ავთანდილ ცინცაძემ აქ 38.16% მიიღო. მას მეორე ტურში დაუპირისპირდება ბორის ყურუა, „ზურაბ ჯაფარიძე — გირჩი-მეტი თავისუფლების“ კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში 14.34% მიიღო.

თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულები არიან:

მთაწმინდა

კრწანისი

ვაკე

ჩუღურეთი

ნაძალადევი

დიდუბე

ისანი

სამგორი

გლდანი


2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა გამარჯვებული მერი ვერ გამოავლინა საქართველოს დედაქალაქში, 4 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში.

ნახეთ სია:

20 ქალაქი, სადაც მერის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება — სია