TI: ჩვენმა დამკვირვებლებმა 140-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა გამოავლინეს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” [TI] ინფორმაციით, 2 ოქტომბერის თვითმმართველობის არჩევნების ფარგლებში 140-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის, სავარაუდო “კარუსელი”. ასევე, ორგანიზაციიის დამკვირვებლებმა დაწერეს 25 საჩივარი. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ თავად გაავრცელა.

TI-ის ინფორმაციით, 07:00-19:00 საათებში შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:

სავარაუდო „კარუსელი”

სავარაუდო ამომრჩევლის მოსყიდვა

დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა

არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნა

კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა

სხვა ტიპის დარღვევები