კრწანისის სამ უბანზე ელექტრონული ბიულეტენების მიმღებმა აპარატმა ვერ იმუშავა

კრწანისის ოლქის სამ უბანზე  ელექტრონული ბიულეტენების მიმღები აპარატის გაუმართაობის გამო, ხმის მიცემა ჩვეულებრივი ფორმით გრძელდება.

IDFED-ის ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის ცნობით,  ადგილზე გამოცხადდა ტექნიკური ჯგუფი და გაუმართაობის გამო აღნიშნული აპარატი უბნიდან მოხსნა.

ელექტრონული ტექნოლოგიების პილოტირება 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის კრწანისის საარჩევნო ოლქში 31 უბანზე იყო დაგგემილი, სადაც სპეციალური ბიულეტენები ელექტრონული მთვლელის მეშვეობით უნდა დაითვალონ და კენჭისყრის დასრულებისთანავე, რამდენიმე წუთში ამ უბნების წინასწარი შედეგები ცნობილი იქნება.

თუმცა შედეგები იურიდიულ ძალას მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს, რაც ხელით გადაითვლება და ელექტრონული მთვლელის შედეგებს შეადარებენ.