პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ პირველი ოქტომბერი არის „ქართული ოცნების“ გამარჯვების დღე და დღეს ასევე არის „ბიძინაობა“ .

„მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვების დღე, პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა.

ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, 1 ოქტომბერს, და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, — თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. ის საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს.

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე