საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად 7 ევროპარლამენტარი ჩამოდის

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებს შვიდი ევროპარლამენტარისგან შემდგარი ევროპარლამენტის დელეგაცია დააკვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპარლამენტის დელეგაციაში იქნებიან:

მათივე ცნობით,  ევროპარლამენტარები საქართველოში 29–30 სექტემბერს ჩამოვლენ  და ოფიციალური პროგრამის ფარგლებში შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიების, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.