ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა 2 ოქტომბრის არჩევნებზე  დამკვირვებლად ჩამოვა

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლად ჩამოვა. ამის შესახებ მან “ტვიტერზე” დაწერა.

ანა ფოტიგა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიაში იქნება.

როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, არსებული დაძაბულობის მიუხედავად,  აუცილებელია, არჩვენები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს.

საქართველოში მივემგზავრები მაღალი მნიშვნელობის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. უცილებელია, არჩვენები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს, არსებული დაძაბულობის მიუხედავად. #წარმატებები #საქართველო🇬🇪

— Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) September 29, 2021