ახალი ამბები

სამუხის ველზე ქურციკების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა – სააგენტო

28 სექტემბერი, 2021 •
სამუხის ველზე ქურციკების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა – სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, სამუხის ველზე ქურციკების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.

“დღეისთვის სამუხის ველზე ქურციკების უკვე მეშვიდე თაობა დაიბადა და რაოდენობამ 200 ინდივიდს გადააჭარბა.

ქურციკის, იგივე ჯეირნის ულამაზესი სახეობა, რომელიც 60-იან წლებამდე საკმაოდ მრავლად იყო გავრცელებული, ურბანიზაციისა და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით, 2013 წელს ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროექტი დაიწყო, რომელსაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად ახორციელებს.

პირველი თაობა, 10 ინდივიდი, აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან შემოიყვანეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ პირველად, ისტორიულ გარემოში – სამუხის ველზე გაუშვეს.

ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია”, – წერია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი