სამხრეთ კავკასიის ამბები

Street Art სოხუმის უფუნქციო შენობებზე

28 სექტემბერი, 2021 • 3017
Street Art სოხუმის უფუნქციო შენობებზე

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი

აფხაზეთში ქუჩის მხატვრობა [Street Art] მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს, თუკი მიტოვებულ შენობებზე არასრულწლოვანთა წარწერებსა და ნახატებს არ ჩავთვლით. უფრო სერიოზულად კი, მას შემდეგ დაიწყეს ქუჩის მხატვრობაზე საუბარი, რაც ქალაქში დანგრევის პირას მყოფ შენობებზე გაჩნდა თურქეთიდან რეპატრირებული ახალგაზრდა მხატვრის, კადირ ტვანბას ნახატები.

მას შემდეგ აფხაზეთში ქუჩის მხატვრობა ხულიგნობად აღარ აღიქმება, პირიქით – ქალაქის ნანგრევების შენიღბვის მცდელობად.

მაგალითად, უბახის ქუჩა, რომელიც მაიმუნების საშენისკენ, სოხუმის მთისკენ ადის, აფხაზეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ეს ქუჩა ერთ-ერთი ცენტრალურია, მაგრამ უფრო სოფლის შარაგზას წააგავს აყრილი გზითა და ნანგრევებად ქცეული სახლებით. როდესაც ერთი ასეთი სახლის საყრდენ კედელზე კადირ ტვანბას ნახატი გამოჩნდა, ადგილობრივი მცხოვრებლები, მათი ასაკის მიუხედავად, ძალიან პოზიტიურად განეწყვნენ.

სოხუმელი ლუიზა სწორედ უბიხის ქუჩის მკვიდრია. ქალი ამბობს, რომ მისი ყოველდღიური გზა სახლიდან სამსახურში და პირიქით, უფრო სასიამოვნო გახდა ნახატის გამოჩენის შემდეგ.

“როდესაც ეს ნახატი გაჩნდა, უფრო მეტი ხალხი და დამთვალიერებელი მოდის ჩვენს ქუჩაზე, ფოტოებს იღებენ და ინსტაგრამზე დებენ. ეს ნამდვილი ნახატია და არა ნაჯღაბნი”, – ამბობს ქალი.

რეპატრირებული მხატვრის სხვა ნახატები ასევე სოხუმის ცენტრშიცაა. მაგალითად, ლოკოკინა.

street art სოხუმში; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი, 2021

street art სოხუმში; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი, 2021

“კონცეპტუალურია”, სოხუმი ჯერ კიდევ იწყებს Street Art-ის განვითარებას” , – ამბობს გამვლელი ტურისტი სანკტ-პეტერბურგიდან, ანდრეი პერეგონცევი და ბეტონის კედელზე მოლუსკის გამოსახულებასა და სოხუმის პოტენიალის შესახებ საუბრობს.

ადგილობრივი ხელისუფლება ქუჩის მხატვრობას ხელს არ უშლის. სოხუმის მერი ბესლან ეშბა უშუალოდ მონაწილეობდა გრაფიტისთვის ესკიზების შერჩევაში სოხუმის მე-10 სკოლის პირდაპირ არსებული ღობისთვის. ამ ადგილზე მხოლოდ ერთი ბეტონის კედელი იყო დარჩენილი. ჭუჭყიანი თეთრი კედლები საკმაოდ მოსაწყენად გამოიყურებოდა, ახლა კი აფხაზური თქმულებების ეპიზოდებია მასზე დატანილი.

როგორც სოხუმში იხსენებენ, უწინ მსგავსი ნახატებით მორთული იყო მეათე სკოლის კედლები, ახლა კი მიმდებარე ტერიტორიას ნართების ეპოსის  ილუსტრაციები ამშვენებს.

ამ ნახატების ავტორია სოხუმელი ეკატერინა გუსკოვა და მისი რუსი კოლეგა მხატვრები, რომლებიც ყირიმში, ხელოვნების ფესტივალზე გაიცნო. მხატვარი ამბობს, რომ სწორედ იქ დაიბადა სოხუმში Street Art-ის ფესტივალის ჩატარების იდეაც.

ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მხატვარი ჰყვებოდა, რომ ინიციატივით მიმართა ქალაქის ხელისუფლებას, თუმცა დიდი იმედი არ ჰქონია, რომ სოხუმის ადმინისტრაცია მისცემდა ქალაქისს ცენტრში, აიირას გამზირზე [მშვიდობის გამზირი] კედლის მოხატვის უფლებას.

2021 წლის ზაფხულში სოხუმის Street Art-ის ორი ღონიძიება გაიმართა. ფესტივალის “ხვალინდელი დღე უკვე დღეს დგება”  მთავარი სტუმარი იყო მოსკოველი მხატვარი  მაქს გოშკო-დანკოვი, რომელმაც სოხუმის პორტის ერთ-ერთი კედელი მოხატა.

“მე ესკიზი არ მქონია, ასეთი ნახატები სპონტანურად მოდის, გულიდან. როგორც წესი, ორნამენტს მაშინვე კედელზე ვხატავ – ეს ჟანრის თავისებურებაა”, – ამბობს მხატვარი.

მხატვრის გზავნილი ყველამ ვერ გაიგო სოხუმში, იყვნენ ისეთებიც, ვინ ამბობდა, რომ ეს ნახატი ჩამოვარდნილ ბათქაშს წააგავს.

street art სოხუმში; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი, 2021

street art სოხუმში; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი, 2021

“ეს პორტი ჯერ კიდევ ომამდელი დროისაა, მასზე რაც არ უნდა დახატო, უარესი მაინც არ იქნება”, – ამბობს სოხუმის მკვიდრი.

რუსი მხატვრების აზრით, აფხაზებს უზარმაზარი პოტენციალი აქვთ ქუჩის ხელოვნების განსავითარებლად. მიტოვებული სახლებისა და ქაოსურად გაზრდილი მცენარეების ფონზე ქუჩის მხატვრობა კიდევ უფრო ეფექტურია. თუმცა ადგილობრივი მხატვრები აქტიურობას ჯერჯერობით არ იჩენენ და დელიკატურად აფორმებენ მცირე ობიექტებს. მაგალითად, სკამებს პორტთან ან კაფეების შიდა კედლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი