კორონავირუსის 2016 ახალი შემთხვევა და 43 გარდაცვლილი – 22 სექტემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 024 პაციენტი და ჩატარდა 29 798 კვლევა. ჩატარდა 13 962 აცრა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.77 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.48%.

2016 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 925 საიდანაც: 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 007, აჭარაში – 568, იმერეთში – 1 028. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 199 პირი, მათ შორის, თბილისში – 452, აჭარაში – 132, იმერეთში – 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პირი,  მათგან თბილისში – 195, აჭარაში – 15, იმერეთში – 29. 993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 – თბილისში, 281 – აჭარაში. 17 749 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე,“ – ამბობს მთავრობის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში სულ კორონავირუსის 600 412 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 567 797 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 8 664 ადამიანი.