ქართული მხარის მოთხოვნები ჟენევაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 27 იანვარს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.

შეხვედრის დროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატოს ვალდებულება საქართველოს წევრობის მიმართ, როგორც ეს ნატოს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, ძალაში რჩება, ნათქვამია ნატოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ნატოს ეგიდით ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის.