ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი, ნიკოლოზ კვარაცხელია, გარდაიცვალა. ინფორმაცია ნეტგაზეთს ხეჩინაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს.

ახალგაზრდა გუშინ, 15 სექტემბერს, ვერაზე დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ნიკა კვარაცხელია ქართული სოციალური ქსელის, feedc-ის ერთ-ერთი შემქმნელი იყო.