პირველ 6 თვეში გზავნილები თითქმის 3-ჯერ აღემატება ინვესტიციებს

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქსტატის ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში გადმორიცხული გზავნილების ოდენობამ ერთი მილიარდ 83.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები – მხოლოდ 366.4 მილიონი აშშ დოლარი იყო.

გზავნილების ოდენობა პირდაპირი უცხოური ინვესრტიციების მონაცემზე თითქმის 3-ჯერ, ანუ 716.7 მილიონით დოლარით მეტია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში [პირველ სამ თვეში] ქვეყანაში 132.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მეორე კვარტალში – 234.2 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა.

გზავნილების შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში 2021 წლის პირველ 6 თვეში განხორციელებული ტრანზაქციების ოდენობა ასე გამოიყურება:

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2021 წლის ივლისის თვეში ქვეყანაში 208.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გზავნილი განხორციელდა, ხოლო აგვისტოში – გზავნილების ოდენობამ 204.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შესახებ მონაცემებს კვარტალში, ანუ სამ თვეში ერთხელ ავრცელებს.