აფხაზური ოპოზიცია რუსეთთან საზღვრის დადგენის მოლაპარაკებების გამჭვირვალობას ითხოვს

აფხაზეთში ოპოზიციური მოძრაობა “აფხაზეთის სახალხო მოძრაობა” ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოლაპარაკებები ღია და გამჭვირვალე გახადოს.

ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად სოხუმში იმყოფება რუსეთის ფედერაციის დელეგაცია და მხარეები რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის დადგენის საკითხებს განიხილავენ.

“ამჟამად კომისიის მუშაობა მიმდინარეობს, სადაც ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ერთობლივი კომისიის მუშაობა გახადოს საზოგადოებისთვის ღია და საჯარო, რადგანაც ტერიტორიების კუთვნილება მეტად მგრძნობიარე საკითხია ჩვენი ხალხისთვის”, – აცხადებენ ოპოზიციურ მოძრაობაში.

ამ დრომდე, ოფიციალური ცნობებით, სასაზღვრო სოფელი აიბღა ერთადერთი სადავო ტერიტორია იყო, რომელსაც აფხაზეთში განიხილავდნენ.

ამავე თემაზე:

“აფხაზური სოფელი აიბღა რუსეთის ნაწილად გაფორმდა” | DRI