გახარიამ აგვიხსნას, მისი შს მინისტრობისას რა მიზნით გვისმენდა — ხაზარაძე

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე პროკურატურას მიმართავს, შეწყვიტოს ე.წ. ფულის გათეთრების საქმე და დაუყოვნებლივ  დაკითხონ მისი და მიტროპოლიტ თეოდორეს სატელეფონო საუბრის უკანონოდ მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებით.

“მე, მამუკა ხაზარაძე, ვადასტურებ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მეუფე თეოდორესთან საუბრის შესახებ ნამდვილია. ვადასტურებ ტექსტის ავთენტურობას. ეს ცხადად ადასტურებს იმას, რომ მაშინ ჩემი, როგორც ჯერ კიდევ ბიზნესის წარმომადგენლის და მაღალი სასულიერო იერარქის საუბარს უკანონოდ ისმენდნენ”, — აცხადებს ხაზარაძე.

სავარაუდოდ, სუს-იდან გამოჟონილ მასალებში ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძემ ეპისკოპოსს აცნობა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ, რა დროსაც ილია მეორეს ესაუბრა ბოლო დროს “თიბისი” ბანკზე განხორციელებულ თავდასხმაზე. დოკუმენტში წერია, რომ ხაზარაძის აზრით, გარკვეული პირები “ზემდგომს” არწმუნებენ მის პოლიტიკურ ამბიციებში, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და უმჯობესი იქნება, თუ მას ვინმე დაამშვიდებს.

დოკუმენტის მიხედვით, ხაზარაძე ეპისკოპოსს სთხოვს, “ზემდგომი” [ივანიშვილი] საქმის კურსში ჩააყენოს, რაზეც სასულიერო პირი პასუხობს, რომ შეეცდება ამბის ადრესატამდე მიტანას.

“ქართულმა ოცნებამ” წინა ხელისუფლებისაგან გადაიბარა და ტოტალურად დანერგა მოსმენებისა და თვალთვალის მახინჯი სისტემა. ამ სისტემის მეშვეობით ისინი აშინებენ, აშანტაჟებენ ადამიანებს და ამით სურთ ძალაუფლების განმტკიცება და ხელისუფლების შენარჩუნება. ხელისუფლება დიდი მონდომებით ირგებდა ამ წლებში მართლმადიდებელი ეკლესიის დამცველის იმიჯს, პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებდა და ყველა სხვას ანტიეკლესიურ ძალებად რაცხავდა.

როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, სწორედ ეკლესიის წარმომადგენლებს — მაღალ იერარქებსა თუ ზოგადად სასულიერო პირებს უსმენს და უთვალთვალებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება. ამ შემთხვევაში ისინი არა მარტო ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფას ახდენენ, აშანტაჟებენ და მათ დისკრედიტაციას ახდენენ, არამედ უხეშად არღვევენ კონსტიტუციას, როცა ასე ბინძურად და უკანონოდ ერევიან ეკლესიის შიდა საქმეებში და ამ ყველაფერს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებენ”, — აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ამასთან, მამუკა ხაზარაძე მოითხოვს:

უწყებები, სავარაუდოდ სუს-იდან გამოჟონილ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ