გამოვლინდა კორონავირუსის 3 221 შემთხვევა, დაიღუპა 54 ადამიანი – 14 სექტემბერი

ბოლო 24 საათში ჩატარებული 37 717 ტესტით კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 14 სექტემბრისთვის 8.54% შეადგინა, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.44%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 54 ადამიანი დაიღუპა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 8 287 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 27 772, საიდანაც 5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 428, აჭარაში – 664, იმერეთში – 1 046.

ამ ეტაპზე მძიმეა 1 387 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში – 557, აჭარაში – 167, იმერეთში – 356. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში – 207, აჭარაში – 29, იმერეთში – 25.