ბოლო 24 საათში კორონავირუსით 48 ადამიანი გარდაიცვალა – 13 სექტემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 48 ადამიანი.

ამავე პერიოდში ჩატარდა 17 192 ტესტი, გამოჯანმრთელდა 4 351 ადამიანი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.50%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.81%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.36%.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 595, საიდანაც 6 186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 583, აჭარაში – 714, იმერეთში – 1 076. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 419 პირი, მათ შორის, თბილისში – 576, აჭარაში – 170, იმერეთში – 351. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში – 209, აჭარაში – 35, იმერეთში – 25. 1 611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 – თბილისში, 404 – აჭარაში. 19 798 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის 581 815 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 581 815 გამოჯანმრთელდა, 8 233 კი გარდაიცვალა.