რესპუბლიკურში კორონავირუსით 20 წლის სპორტსმენი გარდაიცვალა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კორონავირუსით 20 წლის სპორტსმენი ბიჭი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკაში ადასტურებენ, თუმცა ჯერჯერობით დეტალებზე ვერ საუბრობენ.

კლინიკაში ამბობენ, რომ დამატებით დეტალებზე, სავარაუდოდ, განცხადებას კლინიკის ხელმძღანელობა გააკეთებს.

ბოლო 24 საათში  საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 8 089 ადამიანი ემსხვერპლა.