თავისივე ჩატარებული კვლევის მიხედვით, “ოცნებას” მხარს 48.6% უჭერს

“ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული კვლევით, პარტიული რეიტინგების მიხედვით, პირველ ადგილზე 48.6%-ით “ქართული ოცნებაა”.

კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

“ქართული ოცნების” ინფორმაციით, პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ კვლევა თბილისში ჩატარდა. სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს. კვლების ფარგლებში გამოიკითხა 2 975 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83.8%-მა დაასახელა. ცდომილების ზღვარი არის 3%.