გამოვლინდა COVID-19-ის 2 262 შემთხვევა, დაიღუპა 54 ადამიანი – 10 სექტემბერი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 225 კვლევა ტესტით, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 6.61% შეადგინა. ბოლო 14 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი – 8.27%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.42%-ია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 8 089 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი შემთხვევების განაწილება ქვეყნის მასშტაბით ასეთია:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 32 536, საიდანაც 6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 674, აჭარაში – 699, იმერეთში – 1 106.

მათგან, მძიმეა 1 501 პაციენტის მდგომაროება, მათ შორის, თბილისში – 634, აჭარაში – 167, იმერეთში – 357. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 33, იმერეთში – 28.

1 918 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 24 291 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.