კალაძე – 55%; გახარია – 55%; მელია – 46% – პოლიტიკოსების მოწონება Edison-ის კვლევით

ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პორველ 3 ადგილს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია იკავებენ.

კვლევის თანახმად, გიორგი გახარიას და კახა კალაძეს “პოზიტიურად” მოსახლეობის 55 პროცენტი აფასებს, ხოლო ნიკა მელიას – 46 პროცენტი. შესაბამისად, კალაძესა და გახარიას მოსახლების 45 პროცენტი აფასებს ნეგატიურად, ხოლო მელიას – 54 პროცენტი.

დანარჩენი პოლიტიკოსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.