გამოვლინდა COVID-19-ის 2 210 შემთხვევა, დაიღუპა 74 პაციენტი – 5 სექტემბერი

ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში ჩატარებული 28 025 ტესტით, კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 7.89% შეადგინა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 806 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 210 ახალი  შემთხვევის განაწილება რეგონების მიხედვით ასეთია:

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 237 საიდანაც:
· 7 019 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 041, აჭარაში – 826, იმერეთში – 1 090.
· ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 579 პირი, მათ შორის, თბილისში – 699, აჭარაში – 182, იმერეთში – 331. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში – 244, აჭარაში – 42, იმერეთში – 33.

2 415 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 163 – თბილისში, 769 – აჭარაში.  32 803 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.