ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 83 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 695 ადამიანი და ჩატარდა 38 625 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 308 PCR ტესტით.
NCDC-ის ინფორმაციით, დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.46%-ია, ხოლო 7 დღის მანძილზე კი – 8.60%.
ამ დროისთვის, ქვეყანაში ვირუსის 45 688 აქტიური შემთხვევაა.