პაშა ბანკის პრო ბონო ვებინარი თემაზე: „კიბერუსაფრთხოება ყოველდღიურ ცხოვრებაში“

პაშა ბანკმა ჩაატარა პრო ბონო ვებინარი სათემო ორგანიზაციებისათვის, თემაზე „კიბერუსაფრთხოება ყოველდღიურ ცხოვრებაში“. პრო ბონო ვებინარს უძღვებოდა პაშა ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების უფროსი – ზაზა გაბაშვილი.

შეხვედრის დროს, მონაწილეებმა ინფორმაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით მიიღეს:

[checklist]

[/checklist]

„საქართველოს პრო ბონო ქსელი“ წარმოადგენს საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.

პრო ბონო კონსულტირებას მედიაციას უწევს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ პროექტ „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში. მას აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.

პაშა ბანკი პრო ბონო ქსელს 2017 წელს შეუერთდა და ეს უკვე ბანკის მესამე პრობონო აქტივობაა:

[checklist]

[/checklist]

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.