გახარია კალაძეს და მელიას დებატებში იწვევს

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია დებატებში იწვევს თბილისის მერობის კანდიდატებს “ქართული ოცნებიდან” და “ნაციონალური მოძრაობიდან”.

“დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!” – წერს გახარია Facebook-ში.

გიორგი გახარიამ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ პირველ სექტემბერს განაცხადა.

“არ ვიცი, შუამავალთან რა საუბარი იყო, თუ ეს შუამავალი არსებობს” — კალაძე გახარიასთან შეხვედრაზე