თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც დედაქალაქის მერობის მეორე ვადისთვის იბრძოლებს, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოსთვის პარტიული სია დაასახელა.
„გარწმუნებთ, საკრებულოში ჩვენი გუნდი პროფესიონალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული – ადამიანებით, ვისაც უყვარს თავისი ქალაქი და ერთგულად ემსახურება მას. თბილისისა და თითოეული თბილისელის წინაშე ამ ადამიანებს საპასუხისმგებლო მისია ექნებათ შესასრულებელი“, — განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მასშტაბური პროექტების განხორციელებას მხოლოდ მერი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს და ამისთვის საკრებულოში კვალიფიციური გუნდია საჭირო.
“ქართული ოცნების” პარტიული სია თბილისის საკრებულოსთვის ასე გამოიყურება: